LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენგენის შვიდმა ქვეყანამ საზღვრები “სინოვაკის” ვაქცინით აცრილებისთვისაც გახსნა

343
schengen-countries

შენგენის შვიდმა ქვეყანამ საზღვრები “სინოვაკის” ვაქცინით აცრილებისთვისაც გახსნა.

Schengenvisainfo-ს ინფორმაციით, ეს ქვეყნებია ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია.

აღნიშნული ვაქცინით იმუნიზირებული პირებისთვის, სახელმწიფოთა საზღვრების გადაკვეთის მთავარი მოთხოვნაა, იყვნენ სრულიად აცრილები და იქონიონ დოკუმენტი, სადაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია იქნება ასახული მასპინძელი ქვეყნისთვის მისაღებ ენაზე.

მათ ამ ქვეყანებში შესვლის შემდეგ, თვითიზოლაციაში ყოფნა აღარ მოუწევთ.