LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ? – გვარჯალაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

3137
26232768-10208802073808593-5827341331823301930-o

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალიშვილზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. გვარჯალაძის თქმით, უფრო და უფრო მძიმეა ლენოს გარეშე ცხოვრება. როგორც ის წერს, უჭირს საკუთარი თავის აღქმა, გაღვიძება, მომავალზე ფიქრი და ორ ქალიშვილზე ზრუნვა.

ის გარდაცვლილ შვილს დახმარებას სთხოვს. 

„რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება:

გაღვიძება,

მომავალზე ფიქრი,

გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ,

აღქმა, რომ ფიზიკურად ვარსებობ,

ცრემლების შეკავება,

ჭამა (შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ?)

საერთოდ ნებისმიერი რამის კეთება – რა ინტერესი უნდა მქონდეს? შენ აღარ ხარ, დაღლილი ინერციით ვაგრძელებ ცხოვრებას.

ნინიზე და ქეთიზე ზრუნვა, დაბრედილი ვარ, ვერ ვზრუნავ.

ბევრი ვისწავლე შენგან დიდი განსაცდელის ფასად,

რაში მჭირდება ეს ცოდნა, უარეს განსაცდელში რომ არ მოვხვდე?

ცოტა მაინც დამეხმარე თუ არსებობ…“ – წერს გიორგი გვარჯალაძე. 

გიორგი გვარჯალაძე ლენოს შესახებ - „მეგონა, ვერ იზამდა და მართლა არ გადახტა?!.“

„მთავარი ექიმი“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ცნობილი მუსიკოსი, ხმის რეჟისორი, გიორგი გვარჯალაძე საუბრობს თავისი უფროსი ქალიშვილის, ლენოს შესახებ

4 ივნისს, თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა ლენო გვარჯალაძე იყო – გიორგი გვარჯალაძისა და კახიანის შვილი.

“ამ მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა” – გიორგი გვარჯალაძე შვილის გარდაცვალებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები