LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ ხარ კაცი და პიროვნება – გვარამია შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება

9963
1563CA8B-5B7C-4910-94A0-D83F62FCF8FB_w1023_r1_s

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აშშ-ს სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოში უნდა გაიხსნას ამერიკული ბაზა თუნდაც ბირთვული იარაღით!“ აბა რაააა!!! შენ ხარ კაცი და პიროვნება“, – წერს ნიკა გვარამია.

შალვა ნათელაშვილი დღეს საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საშიში განცხადებაა.

„იმისათვის, რომ ეს რეალური საფრთხე თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია, ორი რამ, პირველი – მთელ მსოფლიოს ვაღიარებინოთ, რომ ვართ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი ერი სახელმწიფო და მეორე – საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა, თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები