მეუფე საბას (გიგიბერია) საკვირაო ქადაგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მეუფე საბას თქმით, მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა.

“დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს… ჯერ ყველაფერი შენიღბულია. ვირუსი რომელიც რეალურია, მაგრამ არა საბედისწერო.

მოვა დრო, როდესაც ამ ყველაფერზე მასშტაბურად მოგვიწევს საუბარი. შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც არაიმდენად ვაქცინას მოემსახურება, არამედ ადამიანებს დაიმონებს. ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს. ფართოდ გაახილეთ თვალები და გახსენით გონება, კარგად მოისმინეთ ყველაფერი”, – აღნიშნა საკვირაო ქადაგებაზე ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ (გიგიბერია).

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05