LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომაზე სანახავი საქართველო – 5 ჯადოსნური ადგილი, რომელიც ამ სეზონზე უნდა ნახოთ

4597
dqap2aq8g5nk2bukgtaibalpgki6dvk2aw4t0ogrmtkkaevcd3x5hqlj6yuxsqvz

შემოდგომამ სტარტი ცოტა ხნის წინ აიღო, შესაბამისად, საქართველოს ულამაზესი პეიზაჟების ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბევრი მოგზაური მიიჩნევს, რომ შემოდგომა წლის ყველაზე გამორჩეული პერიოდია და ამა თუ იმ დანიშნულებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. გარდა ამისა, ამბობენ იმასაც, რომ შემოდგომით დასვენება ჭკვიანი ადამიანების მოგონილია და ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საკურორტო სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია და სამოგზაუროდ წამსვლელთა პროცენტულობაც 90%-ით არის შემცირებული, შესაბამისად, ყველა საკურორტო ზონა ხალხისგან დაცლილი. ამასთან, შემცირებულია ფასები, ტემპერატურა კი იდეალურია და გადაადგილებაში ხელს არ გიშლის.

ჩანჩქერები საქართველოში, რომლებიც მსოფლიოს ულამაზეს ჩანჩქერებს არაფრით ჩამოუვარდება (ფოტოები)

გულის ფორმის ჩანჩქერი, ტყუპი ჩანჩქერი და კიდევ სხვა ბევრი სანახობა- დიახ ეს საქართველოა

მოკლედ, მართალია კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ზაფხულთან ერთად დასრულდა, მაგრამ მოგზაურობა საქართველოში კვლავ გრძელდება და ამჯერად „ფორტუნა“ გთავაზობთ 5 ადგილს, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია და სწორედ ამ სეზონზე უნდა ნახოთ.

მაშ ასე, ესენია:

გომბორის უღელტეხილი

კახეთისკენ გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზა ყველაზე მოკლეა. მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრი. ციცაბო და მკვეთრი მოსახვევები, მრავალფეროვანი ბუნება და საუკეთესო ხედები ისაა, რასაც უღელტეხილი მოგზაურებს სთავაზობს. ეს ადგილი წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებულად ლამაზია, თუმცა ვიზიტორების უმრავლესობა უპირატესობას მაინც შემოდგომის გომბორს ანიჭებენ.

ბატეთის ტბა

საქართველოში მრავალი ტბაა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბა. თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე და გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს სურვილებს. ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, ტყის შუაგულში და მისასვლელად საკმაოდ მარტივიც რომ იყოს.

რაჭა

გამორჩეული მხარე საქართველოში, რომელიც ალბათ ყველას სიყვარულია. უნიკალური ბუნება, მდიდრული ისტორია და საოცარი ფერები -საინტერესო კულტურის ნიმუშების გარდა ამ მხარეში დატკბებით გრილი ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და მომნუსხველი ხედებით. ასე რომ, შემოდგომის რაჭა აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

მესტია

მესტია გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მომნუსხველი და დაუვიწყარია სვანეთის მშვენება – მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები. ეს ყველაფერი კი ორმაგად მშვენიერია შემოდგომით, ფერადი ფოთლებით შემოსილი.

ლოპოტა

პასტელური შემოდგომა ლოპოტაზე – ამ ტბის მშვენიერებაზე ბევრი საუბრობს, განსაკუთრებით, გამოყოფენ შემოდგომის სეზონს, რომელიც სულიერი დასვენებისა და ბუნების შეგრძნობისთვის იდეალური დროა. ამიტომ, კახეთის მარგალიტი შემოდგომით ნამდვილად ღირს სანახავად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები