LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემიძლია, წავიტრაბახო, ასეთი პროექტები ქალაქში არასდროს განხორციელებულა” – რაზე საუბრობს კახა კალაძე

130
75478429-2014096922027067-7147999369336193024-o (1)

დედაქალაქის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი რამე თბილისში ჯერ არ მომხდარა.

კახა კალაძემ “იმედის” ეთერში აღნიშნა, რომ ამის გაკეთება დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია.

“მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება ქალაქის სხვადასხვა რაიონში. შემიძლია წავიტრაბახო, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ერთდროულად ქალაქში არასდროს არ განხორციელებულა. ამას, რა თქმა უნდა, ახლავს თავისი დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია.

დავამკვიდრეთ ახალი სტანდარტი, რომ სადაც შევდივართ, გვინდა, ძირეულად გავაკეთოთ სამუშაოები. თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებით, წყლის სისტემის გამართულობით, კეთილმოწყობითი სამუშაოებით”, – აცხადებს კალაძე. 

კანდელაკის ქუჩა ისევ გადაითხრება – ახალგამოცვლილი წყლის მილები დააზიანეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები