LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან” – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე განცხადებს აკეთებს

863
ვაჟა-გაფრინდაშვილი-3
საოკუპაციო რეჟიმის მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მთავრობამ შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე იმუშავებს. მას იმედი აქვს, რომ მიმდინარე პროცესები, რომელიც მისი მეუღლის გათვისუფლების მოთხოვით მიმდინარეობს, სასიკეთოდ გადაწყდება. თამილა ლაფანაშვილმა აღნიშნა, რომ მას პრემიერ მინისტრის კაბინეტიდან დაუკავშირდნენ და აქვს კომუნიკაცია სახელმწიფოსთან.
„ყველანი ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და საბოლოოდ, ვაჟა გათავისუფლდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მე მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის თუ რას ვაპირებთ ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ რაღაც უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ ოს ხალხს მიმართა

გაფრინდაშვილის მეუღლის განმარტებით, მათ ოჯახს არასდროს უთქვამს, რომ ხელისუფლება ექიმის გამოსახსნელად არაფერს აკეთებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩართულობას ქართველი ექიმის დაკავების დღიდან, ხედავდა.

„არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები. აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ერთ-ორ დღეში გათავისუფლებასაც ვიჯერებთ უკვე მე-11 დღეა, მაგრამ როდესმე ხო უნდა დასრულდეს უსამართლობა – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე (ვიდეო)

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და 2008 წელს ომში მონაწილეობაც დააბრალეს. ქართველი ექიმი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის არ ცნობს ე.წ. საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე. გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები