LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვედრა კომოს ტბაზე – მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი ერთად პირველად გადაიღეს

656
monicabelluchicasselnews

გუშინ ინტერნეტში მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის პირველი ერთობლივი ფოტოები გამოჩნდა. ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს ქალიშვილის, დევა კასელის ფოტოსესიაზე შეხვდნენ, რომელიც ცნობილი ბრენდის „დოლჩე და გაბანასთვის“ შედგა. პოპულარული მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული ქალიშვილის პროფესიონალურ ფოტოსესიაში, რომელიც კომოს ტბაზე გაიამართა.

როგორც ჩანს, გადაღებების შემდეგ ოჯახმა დასვენება გადაწყვიტა და პაპარაცების ობიექტივში ახალი ფოტომასალა მოხვდა. ახალ ფოტოებზე მონიკა და ვენსანი ქალიშვილებთან ერთად, ადგილობრივ რესტორანში გადაიღეს, ისინი ღვინოს შეექცეოდნენ და საუბრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი ხანია დაშორდა, კასელისა და ბელუჩის ერთად გამოჩენა, მედიამ ისტორიულ მომენტად შეაფასა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები