LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვდი ვალენტინობას განსხვავებულად – სასტუმრო „კომორები“ ბაკურიანში დაუვიწყარი დღესასწაულისთვის ემზადება

1196
83858062-118223699711751-4980244613865406464-o

ახლოვდება სიყვარულის საერთაშორისო დღე „ვალენტინობა“ და სასტუმრო „კომორები ბაკურიანი რეზორტში“ სპეციალურად ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მზადებაა დაწყებული.

როგორც „ფორტუნას“ სასტუმროს მენეჯმენტში განუცხადეს, „კომორებში“ ჩამოსულ სტუმრებს დაუვიწყარი და ჯადოსნური საღამო ელით.

„ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით შევქმენით ე.წ „ივენთი“, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი სტუმრები გარდა იმისა, რომ დაისვენებენ და განიტვირთებიან, საღამოს სახალისოდაც გაატარებენ“, – აცხადებენ „კომორები ბაკურიანი რეზორტში“.

მათივე ინფორმაციით, ვალენტინობის აქცია მოიცავს შემდეგ სერვისს:

❣სტანდარტული ნომერი საუზმით;

❣რომანტიული ვახშამი რესტორანში;

❣თეატრალურის კვარტეტი;

❣გვიანი გასვლა (14:00 საათზე)

სპეციალური ფასი ორ ადამიანზე : 400 ლარია.

აღსანიშნავია, რომ დაინტერესების შემთხვევაში უნდა დარეკოთ შემდეგ ნომერზე: +995322500515, ან მიიწეროთ შემდეგ მეილზე: [email protected]

ცნობისთვის, სასტუმრო „კომორები ბაკურიანი რეზორტი“ მიმდინარე წლის 10 იანვარს გაიხსნა. სასტუმრო კოხტაგორას ძირში, ფაქტობრივად ტყეში მდებარეობს და 77 ნომერს მოიცავს. ნომრები სხვადასხვა ტიპისაა, მათ შორის: სტანდარტული, აპარტამენტები, პენტჰაუსი და სხვა… ნომრების გარდა, სასტუმრო მოიცავს: რესტორანს, რამდენიმე პატარა ლობს და სხვა საჭირო სივრცეებს. გაზაფხულისთვის სასტუმროში საკონფერენციო დარბაზის და საუნას მოწყობაც დასრულდება.

„კომორები ბაკურიანი რეზორტი“ ყველა სეზონზეა მორგებული და აქ ერთი ღამე 1-ჯერადი კვებით 192 ლარი, ხოლო ორჯერადი კვებით – 232 ლარი ჯდება. აღსანიშნავია, რომ პერიოდულად სასტუმროს მენეჯმენტი მომხმარებელს გარკვეულ ფასდაკლებებსაც სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები