LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიქმნება თუ არა ტურიზმის სამინისტრო საქართველოში – მინისტრის განმარტება

74
1

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტურიზმის სამინისტროს შექმნის ინიციატივა ამ ეტაპზე არ განიხილება.

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს ინიციატივა არ იხილება, მე რასაც ვუყურებ ისე ვითარდება ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, რომ ნამდვილად ეკონომიკის სამინისტროს მაგივრად, ტურიზმის სამინისტრო რომ ვიყოთ მთლად უკეთესი იქნება. მე პირადად მივესალმები“, – აცხადებს თურნავა.

ტურიზმის სექტორის წარმატებაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი ტურიზმის მიმართულებით ქვეყანამ წარმატებულად დაიწყო.

„ამ ეტაპზე სასიხარულო ტენდენცია გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. 2020 წლის იანვარი შთამბეჭდავი ზრდის ტემპებით დაიწყო.ზრდა გვაქვს ტურისტების დანახარჯების კუთხით, 20%-ითაა გაზრდილი ტურიზმიდან შემოსავლები ეკონომიკაში”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები