LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიკრიბონ 20 ივნისს, იქ იდგება 200 “ნაციონალი”, ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ-ირაკლი კობახიძე

93
unnamed

“შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 “ნაციონალი”, ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ”,-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს კანონი არ კრძალავს.

“კანონი არ კრძალავს პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს, თუმცა, მთავარი აქ არის, რომ 200 “ნაციონალის” შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 “ნაციონალი”, ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილიამ“ თბილისის მერიას წერილობით აცნობა, რომ 20 ივნისს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი შეკრების, აქცია-მანიფესტაციის გამართვა იგეგმება.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის სკამი დაუთმო და სამაგალითოდ დასაჯა ადამიანები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები