LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლებოდა 10-ჯერ მეტი ადამიანი გვყოლოდა დაინფიცირებული, სამაგიეროდ ეკონომიკა გვექნებოდა შედარებით ჯანმრთელი – დავით ჭიჭინაძე

133
ჭიჭინაძე

„კარგი შედეგი მაშინ გვექნებოდა, თუ ჩვენ არ დაგვემუქრებოდა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა“,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი მოსაზრებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორონავირუსის პრევენციისთვის იყო ზედმეტად მკაცრი.

რა თანხები გამოყვეს მოსახლეობის დასახმარებლად და როგორია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმა

რა შეღავათები მივიღეთ და შეზღუდვების რა ეტაპებს გავივლით: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

„ქვეყანაში 700 ადამიანს შეეყარა ვირუსი თუ არ შეეყარა ესეც საკითხავია. ამის სანაცვლოდ 1 100 000 – ის აკუმულირება მოხდა, რომელიც საშუალებას იძლეოდა ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა გაზრდილიყო, მეტი თანხები მიემართათ სხვადასხვა საავადმყოფოების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვისტვის და მეტად მომზადებული ვყოფილიყავით და თამამი ნაბიჯები გადაგვედგა. ასეთი პანიკა, რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა 10-ჯერ მეტი ადამიანი გვყოლოდა დაინფიცირებული, მაგრამ ეკონომიკა გვექნებოდა შედარებით ჯანმრთელი. არ გვექნებოდა ასეთი კატასტროფული ინფლაცია. საბოლოო ჯამში ადამიანებს ძალიან რთულ მომავალს უმზადებენ. საქართველოს მიდგომები იყო ყველაზე მკაცრი სხვა ქვეყნებთან შედარებით“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები