LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება ქვეყანაში კოალიციური მმართველობა აუცილებლობად იქცეს, მაგრამ ვერ ვხედავ შანსს, კონკრეტულმა პარტიებმა ან ზნე იცვალონ ან – ფერი: ვოლსკი

30
გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ წევრისა და ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კოალიციური მმართველობა შეიძლება ქვეყანაში აუცილებლობად იქცეს, მაგრამ მისი თქმით, ის ვერ ხედავს შანსს, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ან ზნე იცვალონ ან – ფერი.

მისი თქმით, საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებში პოლიტიკური კულტურა საკმაოდ დაბალია.

„საზოგადოების იმედად უნდა დავრჩეთ, რომ ზუსტად ისეთ პარტიებს შეარჩევენ, რომელთა ინტელექტი, პათოსი, ენერგია სახელმწიფოს ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და გამომდინარე აქედან ჩემი სკეპტიციზმი დამარცხდება. დღევანდელ კონფიგურაციაში კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, 2024 წელი გარდამტეხი წელი იქნება,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო ახალი ფანჩატურის გაკეთების ნიშნები გამოჩნდა: ვოლსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები