LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება, არსებობს განზრახვა, რომ მომავალი პატრიარქი დაახლოებული იყოს რუსულ სპეცსამსახურებთან” – ლადო ნარსია

423
LADO

მეუფე იაკობის განცხადებები, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები და თეოლოგების შეფასებები – რა იყო მეუფე იაკობის განცხადებაში სიმართლე და რა ტყუილი, რატომ დაადანაშაულა მან ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ პატრიარქის მკვლელობის სურვილში, მოგვიანებით კი, განცხადება შეცვალა და თქვა, რომ მთავრობა ილია მეორის გადადგომას ითხოვდა, ამ თემაზე რადიო “ფორტუნას” დღის თემაში თეოლოგმა ლადო ნარსიამ ისაუბრა.

“მეუფე იაკობი როცა აკეთებს განცხადებას, ზედმეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, თუმცა ამ განცხადებების ნაწილი შეიძლება მომხდარიდან ფრაგმენტული ამონარიდი იყოს. მიმაჩნია, რომ მეუფე იაკობი არ არის ის პიროვნება, ვისი განცხადებებიც შეიძლება სარწმუნოდ ჩავთვალოთ”, – ამბობს თეოლოგი.  

ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)

,,პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა..."

“ფორტუნას” კითხვაზე, რისთვის უნდა სჭირდებოდეს მსგავსი განცხადებების გაკეთება მეუფეს, ლადო ნარსია პასუხობს:

“ალბათ რაღაც ფსიქოტიპია ასეთი ადამიანის, უკვე მერამდენედ აკეთებს ასეთ განცხადებებს არაფხიზელ მდგომარეობაში. ეს გვაფიქრებინებს, რომ არ გვაქვს საქმე სერიოზულ ადამიანთან.

ის წარმოადგენს საქართველოს ეკლესიას, ის მხოლოდ იაკობი არაა. ასეთი ადამიანი ამ სტატუსით რომ აკეთებს განცხადებებს, სამწუხაროა. ეკლესია თუ შეეგუება ამას და დატოვებს მას იმ სტატუსით, რა სტატუსითაც არის, უფრო სამწუხარო იქნება”. 

გამორიცხავთ, რომ ასეთი ტიპის საუბრები ყოფილიყო და ხელისუფლება მართლა იყოს დაინტერესებული იყოს მომავალი პატრიარქის თუნდაც ვინაობით ან ილია მეორის გადადგომით?

ეს ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო-პრემიერი მეუფე იაკობის განცხადებაზე

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ვახტანგ გომელაურთან და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მეუფე იაკობთან შეხვედრას პატრიარქის გადაყენებაზე.

– მე კატეგორიულად გამოვრიცხავ იმ ვერსიაზე, რაზეც თავიდან იყო საუბარი -პატრიარქის მკვლელობას. თუნდაც ვინმეს თავში არსებობდეს ეს ინფორმაცია, ვინმეს თავში თუ მომწიფდა პატრიაქრის მკვლელობის აზრი, ეს აუცილებლად გადაკვალიფიცირდება-მეთქი, ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვთქვი.

უნდა გითხრათ, რომ ზოგადად, საეკლესიო ტრადიცია პატრიარქის გადაყენების ფაქტს ცნობს, არსებობს და შეიძლება პატრიარქიც გადააყენონ.

ხელისუფლების ინტერესს რაც შეეხება, ალბათ ორ ნაწილად უნდა გავყოთ. იმის გამო, რომ დიდი ეჭვი გვაქვს, დღევანდელი ხელისუფლების უკან რუსული განზრახვები დგას, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ

არსებობს განზრახვა, გაკონტროლებული იყოს მომავალი პატრიარქი ან მაქსიმალურად იყოს დაახლოებული რუსულ ძალებთან, მათ შორის რუსულ სპეცსამსახურებთან, რომელიც დღემდე არსებობს საქართველოს საპატრიარქოში, ეს ახლა სადავო არაა, ათეული წლებია ასეა.

დედა სიდონია: ქრისტეს სიტყვას, რომელიც არის ნამდვილი ეკლესია ვერცერთი სასულიერო პირის მორალი ვერ შებღალავს

მე არ მაქვს მაღალი წარმოდგენა ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, შეიძლება აქვთ კიდეც ინტერესი, მაგრამ ისინი იაკობთან ამ ტექსტით არ იტყოდნენ არაფერს.

დღეს მართლაც არის პროლემები, ეკლესია დაემსგავსა აბსოლუტურად არა ქრისტიანულ ორგანიზაცას, არამედ 2-3 ადამიანის ჯგუფს.

მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამაზე იაკობს ესაუბრნენ,ამ დონის ინფორმაციას იაკობთან არ იტყოდნენ. დაიბარო და უთხრა, გადავაყენოთ, პატრიარქიო, სულელი უნდა იყო”, – აცხადებს ლადო ნარსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები