LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ გვყავს ძალიან მაღალპროფესიონალი დიპლომატიური კორპუსი – პრემიერი

85

“საქართველოს შეუძლია, იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი,”  –  ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშილმა, ამბასადორიალი 2017-ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და დიპლომატიურ კორპუსს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ასეთ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება უფრო დიდ მნიშნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ საქმეში დიპლომატიის როლი არის განსაკუთრებული. საქართველოს შეუძლია, იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი,“  –  განაცხადა კვირიკაშვილმა.

პოპულალურები