LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეძლებენ თუ არა ქართველი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ განათლების მიღებას და დასაქმებას

241
82925481-10156716255067233-205272348390064128-o

კორონავირუსის გავრცელებამ მთელს მსოფლიოში, ცხოვრების ყველა დარგს დიდი დარტყმა მიაყენა. გამონაკლისი არ განათლების სფეროა. მოსწავლეები და სტუდენტები მასშტაბურად ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ სწავლის ხარისხი გააუარესა.

ეპიდემია ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს აღნიშნულ სფეროზე და ცვლილებები სხვა მიმრთულებებსაც შეეხო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში აქტიურად მონაწილეობს. თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე “ფორტუნას” იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რაც კონკრეტულად გაცვლით პროგრამებს შეეხო.

 

როგორც შარვაშიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ქვეყნებს შორის გართულებული მიმოსვლისა და სხვა დაბრკოლებების გამო, ევროპული გაცვლითი პროგრამები უნდა გადაიხედოს და სავარაუდოდ შეიზღუდოს კიდეც.

“პანდემიამ ჩვენი წარმოდგენა შეცვალა ზოგადად უმაღლეს განათლებაზე. ყოველდღიურად გვაქვს ონლაინ კონსულტაციები უცხოელ კოლეგებთან, ყოველკვირეული ვებინარები გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე. რაც შეეხება კონკრეტულად გაცვლით პროგრამებს, ერასმუსის პროგრამებში ჩართულობის მხრივ რეგიონში ისევ ჩემპიონები ვართ. ეს არის ტრენდი, რომელიც გრძელდება, თუმცა რა თქმა უნდა სახეცვლილად. კორონავირუსული პანდემია ამ სფეროზეც მოქმედებს. არის სავიზო რეჟიმის და სხვა ბევრი სირთულე. ბევრი სტუდენტია საზღვარგარეთ, რომელთაც ეტაპობრივად ვაბრუნებთ საქართველოში.  ასევე ჩვენთან, ლისის ტბაზე, საერთო საცხოვრებელში 21 უცხოელი სტუდენტი გვყავს და მათაც ვაბრუნებთ სამშობლოში. პანდემის გამო გადაადგილება პრობლემური გახდა. რა თქმა უნდა, მობილობა იმ დონის და მოცულობის როგორიც იყო,  ვეღარ იქნება. ვფიქრობთ, რომ ევროპული, მათ შორის ერასმუსის მობილობის და ბევრი სხვა პროგრამა გადაიხედება და სხვა მიმართულებით განვვითარდებით”, – აცხადებს გიორგი შარვაშიძე.

 

თსუ-ს რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პოსტკოვიდურ რეალობაში უმაღლესი განათლების ლანდშაფტის შექმნის პროცესი მთელს ევროპაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, მიმდინარეობს, ვინაიდან საქართველოც ამ ევროპული ერთიანი სივრცის ნაწილია.

პოპულალურები