LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჩერდა თუ არა ტექინსპექტირების პროცესი – ოფიციალური განმარტება

185
იი

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ტექსნისპექტირების გადადებასთან, ან საერთოდ შეჩერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი დროებით გადაიდო ან/და შეჩერდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მძღოლები შეიძლება შევიდნენ შეცდომაში და ინსპექტირების არგავლის გამო დაჯარიმდნენ კიდეც.

გაცნობებთ, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. არ არსებობს არანაირი გეგმა ინსპექტირების შეჩერების ან მისი გადავადების შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები