LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს, ამით ვასწავლით შვილებს ბოდიშის მოხდას” – მარინა კაჭარავა

944
მარინა-კაჭარავა----ფორტუნა

,,შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს, ამით ვასწავლით შვილებს ბოდიშის მოხდას” – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა.

მშობლებს უჭირთ შეცდომების აღიარება…

შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს, ამით ვასწავლით შვილებს ბოდიშის მოხდას. სხვების დასანახად ილუზიებში არ უნდა ვიცხოვროთ, არ უნდა ვიყოთ ოჯახი „თეატრი“, სადაც ბავშვი ტყუილში იზრდება.

არ ჭირდება ბავშვს იმაზე მეტი, ვიდრე ამის ასაკობრივი საჭიროებაა. ჩვენ საზოგადოებაში მშობლები ისწრაფვიან, რომ 18 წლის ასაკში მათ შვილს ჰქონდეს მანქანა, სახლი, ფული… ეს არ არის ნორმა, ეს არ არის სტიმული. დღეს ახალგაზრდებს მიზანი არ აქვთ, რადგან მათ ნაცვლად სხვები აკეთებენ, მშობლები აზარმაცებენ შვილებს და მერე შედეგებს იმკიან… და რას აკეთებენ 18-20 წლის უმიზნოდ დარჩენილი ახალგაზრდები? მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ, რადგან სხვა ყველაფერს მშობელი უგვარებთ. შედეგად ვიღებთ ზრდასრულ, მაგრამ ბავშვობაში ჩარჩენილ საზოგადოებას. ზრდასრულმა ადამიანმა უნდა გაისარჯოს, ისწავლა, იშრომოს და იყიდოს თავისი შრომით მანქანა. ფაქტია, რომ მართლა თავის შრომით გამდიდრებულმა ადამიანებმა კარგად იციან შრომის ფასი და შვილებსაც კარგად ზრდიან.

შრომა ჩვენს საზოგადოებში სირცხვილია. აქ არ იმუშავებენ, მაგრამ საზღვრებს გადაკვეთენ და იქ იგივე სამსახურზე თანახმა არიან, რადგან იქ ნაცნობი არ დაინახავს. სანამ შრომა სირცხვილი იქნება, სანამ ასეთი აზროვნება და შეხედულებები გვექნება, მუდმივ პრობლემებს გადავაწყდებით.

გადაცემა ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები