LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ – მაკო გომური შალვა თადუმაძეს

369
mako-gomuri

მაკო გომური სოციალურ ქსელში მის მიმართ დაზარალებულის სტატუსის არმინიჭებას გამოეხმაურა.

“შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ”,- მიმართა მაკო გომურმა შალვა თადუმაძეს.

მაკო ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ სტატუსის მინიჭებისთვის სამედიცინო ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა საკმარისი არ აღმოჩნდა.

რატომ არ ცნეს დაზარალებულად ამ დრომდე მაკო გომური? - გახარია კითხვას პასუხობს

სურდა თუ არა გახარიას გომურთან შეხვედრა და რას უკავშირებს ის გაჭიანურებულ პროცესებს.

“მეზიზღება ეს ვიდეო და კიდევ ის,სასწრაფოს მანქანაში რომ ვარ,მაგრამ ახლა მეორეედ ისევ ვუყურე,იქნებ მე არ ვართქო,მაგრამ ფაქტია მე ვარ;დ
ახლა ვიტყვი ერთ რამეს(ჩემი გადმოსახედიდან,რა თქმა უნდა)ვიდეოში ჩანს რომ მხვდება ტყვია,არის კიდევ ერთი ვიდეო-სასწრაფოს მანქანამდე მიყვანის და ერთიც-უკვე სასწრაფოს მანქანაში.
სამივეში ჩანს რომ მე ვარ.მე.
არსებობს სასწრაფოს(საავადმყოფოს)დასკვნა,სადაც წერია საიდან და რა მდგომარეობაში მოვხვდი საავადმყოფოში.
არსებობს ერთიც(ნელმოქმედი)ექსპერტიზის დასკვნა,რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი.
ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი.
მაგრამ
მაგრამ
მაგრამ
ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი,როგორც ამბობს შალვა.(რეალირად არც არაფერი უთქვამს,გარდა ორისა-“ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს” ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ;დ)
ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი,რომელმაც არაფრის გამო მესროლა;დ
ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში(თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს,როგორც დაზარალებული პოლიციელების,არც ესააა შეუძლებელი)
ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში;დ არ აქვს მნიშვნელობა.
მე ვიცი რა მოხდა რეალურად,ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით.

შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ,გამოვედი მაგ ასაკიდან,იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ.”

როგორმე, მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს - გახარია

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ შეფასება უწოდა 20 ივნისის დარბევისას დაზარალებული მაკო გომურის კითხვას

შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები