LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის მთელს სანაპიროზე, შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აიკრძალა

111
zgva

დღეს, 9 ივლისს შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შტორმის ჩადგომამდე ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

“ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები