LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ტბა – მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი შეემატა (ფოტოები)

3201

მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი “შავი ტბა” შეემატა. სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ტბა გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტბის მარკირებასა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას შემდეგი წლისთვის გეგმავს.

მანამდე კი ახალი ტურისტული ადგილი სააგენტომ გიდებს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ინფოტურისას გააცნო.

„შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კმ -ში, ზღვის დონიდან დაახლოებოთ 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. ვინაიდან ტყეში მდებარე შავი ტბა, მასთან მისასვლელი სამანქანე გზის არ არსებობის გამო საკმაოდ ძნელად მისადგომია ერთ-ერთი მყუდრო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასვლო ტურის მოყვარულებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ გარემოს დაცვის სამართველოსთან ერთად შევისწავლოთ ტბა, რის შემდეგაც მოხდება მისი მარკირება. შავი ტბის სახით მთიან აჭარაში მოგზაურობისა და სათავგადასავლო მარშრუტების გავლის მსურველებს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ექნებათ მოსანახულებელი,“ – განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ორდღიანი ინფოტურის მონაწილეებმა ხულო, დანისპარაული, მწანე ტბა, გოდერძი და კურორტი ბეშუმი დათვალიერეს. ისინი ასევე დაესწრნენ სახალხო დღესასწაულს „შუამთობა“ და კურორტ გოდერძიზე ოთხი სასტუმროს საფუძვლის ჩაყრას. ინფოტურში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ოფროუდ კლუბის წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები