LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შავი შოკოლადი და ფრანგული ღვინო” – ელიზაბეტის სამეფო დიეტა

325
the-queen-news-queen-elizabeth-favourite-snack-chocolate-eating-habit-chef-mcgrady-994889

სოლიდური ასაკის მიუხედავად, ბრიტანეთის დედოფალი მაინც ბრწყინვალედ გამოიყურება, აქტიური ცხოვრების წესს მისდევს და არც ფიზიკურ დატვირთვას ერიდება. საინტერესოა რას მიირთმევს ელიზაბეტ მეორე და როგორ ახერხებს საოცარი ფორმის შენარჩუნებას.

,,რაც უფრო მარტივია დიეტა, მით უფრო ერგება დედოფალს” – აღნიშნავს შეფ-მზარეული დარენ მაკგრეიდი, რომელიც მთელი 10 წელი მუშაობდა ბუკინგემის სასახლეში. ,,ელიზაბეტ მეორე უპირატესობას მოხარშულ ან გრილზე მომზადებულ თევზს ანიჭებს ბოტნეულთან ერთად, თუმცა არ უყვარს კარტოფილი და სახამებლის შემცველი სხვა პროდუქტი. ძალიან დისციპლინირებულია, ნებისმიერი კერძი შეიძლება იყოს მის მენიუში, მაგრამ სწორედ თავშეკავება და დისციპლინა ეხმარება ჯანმრთელობის, კარგი ფორმის შენარჩუნებაში. დედოფალი არასდროს ყოფილა გურმანი და არ ინტერესდებოდა საკვებით,  რადგან მისთვის მთავარი ცხენები და ძაღლებია, საკვები, სამზარეულო და მზარეულები კი, უკანასკნელია პრიორიტეტების ნუსხაში”, – ამბობს მაკგრეიდი.

სხვათა შორის, ბუკინგემის სასახლეში დღემდე მე-18 საუკუნის ჭურჭლით სარგებლობენ, რადგან სამზარეულოს და მისი აღჭურვილობის მოდერნიზაციაში ფულის გადაყრა დედოფალს უაზროდ ეჩვენება, როცა ბევრად სასარგებლოდ შეუძლია ფინანსების ხარჯვა საყვარელი ცხოველების მოვლაზე.

მკაცრი რეჟიმის მიუხედავად, ბრიტანეთის მონარქსაც აღმოაჩნდა პატარა სისუსტე, რადგან ვერასდროს ამბობს უარს შავი შოკოლადის მირთმევაზე, არ უყვარს რძიანი, თუმცა აუცილებლად მიირთმევს დესერტზე ხარისხიან შავ შოკოლადს და ფრანგულ ღვინოს.

 

-ii.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები