LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი, რძიანი თუ თეთრი – შოკოლადის რომელი სახეობაა გულისთვის საუკეთესო?

378
brown-candy-chocolate-chokolate-Favim.com-2997747

შოკოლადი სისხლის წნევისთვის ძალიან კარგია, რაც იმას ნიშნავს რომ ის გულის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა, ყველა შოკოლადი ერთნაირი შემადგენლობის ხომ არ არის. ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში მდებარე ამერიკულმა კლინიკამ რჩევისთვის სერთიფიცირებულ დიეტოლოგს, მირა ილიჩს მიმართა.

შოკოლადი: რომელი სახეობაა გულისთვის საუკეთესო?

მმმ, შოკოლადის მდიდარი არომატი! ეს არომატი კაკაო ბობოს მარცვლებიდან მოდის – რაც ასევე არის იმის მიზეზი, თუ რატომაა შოკოლადი გულისთვის სასარგებლო. კაკაო ასრულებს ანტიოქსიდანტის როლს, რომელიც ორგანიზმში არსებულ დამანგრეველ უჯრედებს ებრძვის.

კაკაო ორგანიზმს ეხმარება:

• ქოლესტერინის კონტროლში
• სისხლის წნევის რეგულირებაში
• სისხლის შედედების რისკის შემცირებაში
• სისხლის მოძრაობის გაუმჯობესებაში

ორგანიზმისთვის საუკეთეო შავი შოკოლადია, რადგან ის ყველაზე ნაკლებ მინარევებს შეიცავს და შესაბამისად სასარგებლო კაკაო ბობოც მასში ყველაზე მეტი რაოდენობითაა.

შავი შოკოლადი

შავი შოკოლადში ანუ იგივე ნაკლებად ტკბილ შოკოლადში კაკაო 35%–იანი შემცველობითაა. მისი შემავსებელია კაკაოს კარაქი (ნატურალური ცხიმი), შაქარი და ემულგატორი რომელიც ინგრედიენტებს ერთმანეთს ურევს.

რეკომენდაციები:

• რაც უფრო მუქია შოკოლადი მით უკეთესი, მიირთვით 70% ან 85%–იანი კაკაოს შემცველობის შოკოლადი.
• არჩევანი მარტივ შავ შოკოლადზე გააკეთეთ, ყოველგვარი შიგთავსისა და დანამატების გარეშე.
• დოზების დაცვა აუცილებელია, დღეში მხოლოდ 30 გრამით თუ დაკმაყოფილდებით თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები