LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი კარკასი და რემონტი – რა ჯდება კომფორტულად ცხოვრება?

24854
1508415861_88

დღეისათვის თბილისში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის კუთხით ნამდვილი ბუმია. თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მშენებარე ობიექტებს.

ბინის ყიდვის დროს საზოგადოების ნაწილი ძველ კორპუსებს ანიჭებს უპირატესობას, ნაწილი კი ახალაშენებულ კორპუსებში ცდილობს ბინის შეძენას. ახალ საცხოვრებელ კორპუსებში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც თეთრი კარკასი, ასევე შავი კარკასის ბინები.

ჩვენ შევეცდებით შავი კარკასის მაგალითზე მიახლოებული ფასი დავიანგარიშოთ, რა ჯდება 50 და 70 კვ/მ ბინის გარემონტება.

 

გაჯით გალესვა

50 კვ/მ

გასალესი კედლები – 200 კვ/მ;

კედლების სწორად გალესვისთვის 2 ტონა გაჯია საჭირო;

2 ტონა გაჯის ღირებულება 180 ლარია;

ხელოსნის ხელობა 1 კვ/მ – 7 ლარი – მთლიანობაში 1400 ლარი.

ჯამი: 1580 ლარი

70 კვ/მ

გასალესი კედლები – 250 კვ/მ.

კედლების სწორად გალესვისთვის – 3 ტონა გაჯია საჭირო;

3 ტონა გაჯის ღირებულება 270 ლარი;

ხელოსნის ხელობა 1 კვ/მ – 7 ლარი – სულ მთლიანად 1750 ლარი.

ჯამი: 2020 ლარი

 

ელექტროგაყვანილობა

50 კვ/მ 

ელექტროობისთვის საჭიროა 150 მეტრი კაბელი.

1 მეტრი კაბელის ღირებულება 1.30 თეთრია;

30 წერილი (შუქის ასანთები; დენცქვიტა);

1 წერტილის გაკეთება 10 ლარი ღირს.

ჯამი: 495 ლარი

70 კვ/მ 

ელექტროობისთვის 200 მეტრი კაბელი.

1 მეტრი კაბელის ღირებულება 1.30 თეთრია;

40 წერილი (შუქის ასანთები; დენცქვიტა);

1 წერტილის გაკეთება 10 ლარი ღირს.

ჯამი: 660 ლარი

 

სანტექნიკა

50 კვ/მ

სანტექნიკის მასალა – ცენტრალური გათბობის გაყვანილობით 800 ლარი;

50 კვ/მ სახლში მინიმუმ 10 წერტილი კეთდება (რადიატორებისთვის, ონკანებისთვის);

ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა  – 1 წერტილი 40 ლარი.

ჯამი: 1200 ლარი

70 კვ/მ

სანტექნიკის მასალა – ცენტრალური გათბობის გაყვანილობით 900 ლარი;

70 კვ/მ სახლში მინიმუმ 15 წერტილი კეთდება (რადიატორებისთვის, ონკანებისთვის);

ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა  – 1 წერტილი 40 ლარი ღირს.

ჯამი: 1500 ლარი

ცენტრალური გათბობა

50 კვ/მ

ცენტრალური გათბობის ქვაბი სხვადასხვა ფასიანია. ღირებულება იწყება 1500 ლარიდან 2500 ლარამდე.

ვიანგარიშებთ 2000 ლარიან გათბობის ქვაბზე.

რადიატორები 50 კვ/მ სახლში 4.5 მეტრი ყენდება (სულ 4 რადიატორი) – 600 ლარი;

ცენტრალური გათბობის ქვაბისა და რადიატორების მექანიზმი 300 ლარი ღირს.

ქვაბის მონტაჟი 100 ლარი ღირს.
რადიატორების  25 ლარი.

ჯამი: 3100 ლარი

 

70 კვ/მ

რადიატორები 70 კვ/მ სახლში 6.5 მეტრი ყენდება (სულ 6 რადიატორი) – 800 ლარი;

მექანიზმი – 300 ლარი;

ქვაბის მონტაჟი 100 ლარი, რადიატორების  25 ლარი.

ჯამი: 3350 ლარი

 

MDF-ის კარები

50 კვ/მ

ფასები იწყება 200 ლარიდან.

ვიანგარიშებთ 300-ლარიან კარებზე.

2 ცალი MDF-ის კარი 600 ლარი;

1 კარის ჩასმა 70 ლარი.

ჯამი: 740 ლარი

 

70 კვ/მ

3 ცალი MDF-ის კარი 900 ლარი;

1 კარის ჩასმა 70 ლარი;

ჯამი: 1110 ლარი

მოჭიმული იატაკი

50 კვ/მ

ცემენტი – 18 ტომარა | 1 ტომარა ცემენტის ფასი 12,50 ლარი;

ქვიშა – 3 კუბი |  კუბი ქვიშა 35 ლარი;

ხელობა 1 კვ/მ  7 ლარი;

მიტანის ფასი 200 ლარი.

ჯამი: 880 ლარი

 

 

70 კვ/მ

ცემენტი – 23 ტომარა | 1 ტომარა ცემენტის ფასი 12,50 ლარი;

ქვიშა – 4 კუბი |  კუბი ქვიშა 35 ლარი;

ხელობა 1კვ.მ  7 ლარი;

მიტანის ფასი 200 ლარი;

ჯამი: 1118 ლარი

 

საპირფარეშო – აბაზანა 5 კვ/მ

50 კვ/მ

მეთლახი – 150 ლარი;

კაფელი 26 კვ/მ-ზე იქნება გასაკრავი. კაფელის ფასი – 1 კვ/მ 25 ლარი. სულ 650 ლარი.

ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა – 1 კვ/მ 25-დან 30 ლარამდეა;

ჩვენ ვანგარიშობთ 1 კვ/მ 27 ლარზე. სულ 837 ლარი;

უნიტაზი – 220 ლარი | მონტაჟი 35 ლარი;

ხელსაბანი – 150 ლარი | მონტაჟი 35 ლარი;

შხაპის „სმესიწელი“ 20 ლარი | მონტაჟი – 65 ლარი

ჯამი: 2162 ლარი

 


70 კვ/მ

მეთლახი – 150 ლარი;

კაფელი 26 კვ/მ-ზე იქნება გასაკრავი. კაფელის ფასი – 1 კვ/მ 25 ლარი სულ 650 ლარი;

ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა – 1 კვ/მ 25-30 ლარი.

ჩვენ ვანგარიშობთ 1 კვ/მ 27 ლარზე. სულ 837 ლარი;

უნიტაზი – 220 ლარი | მონტაჟი 35 ლარი;

ხელსაბანი – 150 ლარი | მონტაჟი 35 ლარი;

შხაპის „სმესიწელი“ 20 ლარი | მონტაჟი – 65 ლარი;

ჯამი: 2162 ლარი

თაბაშირ-მუყაო

50 კვ/მ ჭერისთვის

თაბაშირ-მუყაო თავის პროფილით – 450 ლარი;

ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა 1 კვ/მ 7 ლარი.

ჯამი: 800 ლარი

 

70 კვ.მ ჭერისთვის

თაბაშირ-მუყაო თავის პროფილით – 650 ლარი;

ხელოსნისთვის გადასახდელი თანხა 1 კვ/მ 7 ლარი.

ჯამი: 1140 ლარი

სამღებრო სამუშაოები (ფითხი, იგივე შპაკლი)

50 კვ/მ

ჭერი – 50კვ/მ

კედლები – 200 კვ/მ

სულ 250 კვ/მ-ის “დასაშპაკლად” საჭიროა 12 ტომარა ფითხი

1 ტომარა ფითხი 12 ლარი ღირს.

ხელოსნის ხელობა 12-დან 15 ლარამდე. ჩვენ ვანგარიშობთ 13 ლარს.

ჯამი: 3394 ლარი

70 კვ/მ

ჭერი – 70კვ/მ

კედლები – 300 კვ/მ

სულ 370 კვ/მ-ის “დასაშპაკლად” საჭიროა 18 ტომარა ფითხი;

1 ტომარა ფითხის ფასი 12 ლარია.

ხელოსნის ხელობა 12-დან 15 ლარამდე. ჩვენ ვანგარიშობთ 13 ლარს.

ჯამი: 5026 ლარი

ლამინატი

50 კვ/მ

ლამინატი 47 კვ/მ არის საჭირო;

ლამინატის ღირებულება 20-დან 28 ლარამდეა. ჩვენ ვანგარიშობთ 25-ლარიან ლამინატზე.

ხელოსნის ხელობა 1 კვ/მ  6 ლარი – სულ 282 ლარი;

პლასტმასის პლინტუსი 30 მეტრი. 2-მეტრიანი პლასტმასის პლინტუსი 5 ლარი ღირს.

15 ცალი პლასტმასის პლინტუსის ღორებულება 75 ლარი იქნება.

ჯამი: 1532 ლარი

70 კვ/მ 

ლამინატი 67 კვ/მ არის საჭირო

ლამინატის ღირებულება 20-დან 28 ლარამდეა. ჩვენ ვანგარიშობთ 25 ლარიან ლამინატზე.

ხელოსნის ხელობა 1კვ.მ  6 ლარი – სულ 402 ლარი;

პლასტმასის პლინტუსი 40 მეტრი. 2-მეტრიანი პლასტმასის პლინტუსი 5 ლარი ღირს.

20 ცალი პლასტმასის პლინტუსის ღირებულება 100 ლარი იქნება.

ჯამი: 2177 ლარი

 

ჩვენს მიერ დაანგარიშებული თანხებით
50 კვ/მ ბინის რემონტი დაახლოებით ჯდება 15.883-16 000 ლარი,
ხოლო 70 კვ/მ ბინის რემონტი – 20.263-21 000 ლარი.

 

შენიშვნა: “ფორტუნა” შეეცადა ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის გასაწევი თანხა მიახლოებით დაეანგარიშებინა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ჩვენს მიერ დაანგარიშებული თანხა სხვის დაანგარიშებულს არ ემთხვეოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები