LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავგულიძე: მივმართავ მთაწმინდელებს, არ დავრჩეთ სახლში

86
შავგულიზეეე

მივმართავ მთაწმინდელებს, არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, – ამის შესახებ ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს.

„არჩევნების დღე არის ის მომენტი, როცა კონსტიტუციური დებულება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია, უშუალო და პირდაპირ მოქმედებაშია, ვინაიდან ამ დღეს ხალხი ირჩევს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის. მივმართავ მთაწმინდელებს არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი“,- განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძემ წინასაარჩევნო ვითარებაც შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება არად აგდებს სახელმწიფოს იმიჯს.

„მემგონი, ამ შავმა, ცილისმწამებლურმა კამპანიამ არ იმუშავა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, მისცა სტარტი ამ უღირს კამპანიას და შემდეგ ამაში ჩაერთო ფრაქციის თავმჯდომარე და რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, ამ კამპანიაში ჩართეს უვადოდ გამწესებული მოსამართლეები. ხელისუფლება არად დაგიდევს, როგორ გამოჩნდება ჩვენი სახელმწიფო, რომ სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ დებატებში და კამპანიებში დაუშვებელია. უბრალოდ, მას უნდა რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ყველაფრის, ნებისმიერ ფასად, თუნდაც სახელმწიფოს დისკრედიტაციის ფასად. ასეთი ხელისუფლება რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავისტუმროთ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ ელოდება შავგულიძემ რაიმე ექსცესს მთაწმინდაზე, ის აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

„ბევრ სიკეთეს ხელისუფლებისგან არ ველოდებით, ვხედავთ უკვე, როგორ გზას დაადგა არჩევნებთან დაკავშირებითაც ხელისუფლება. ვნახეთ, როგორი ცუდი არჩევნები ჩაატარა საპრეზიდენტოზე. ვხედავთ, ძალადობას, მოსყიდვას ზუგდიდში და არ არის გამორიცხული, რომ იგივე მოხდეს მთაწმინდაზეც“, – აღნიშნა შავგულიძემ.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1258318604320280/?__xts__[0]=68.ARClTIz3uMaEQVgUxrUyhF0EhwPmD8bc_1ypIlkemd050uZTHlYaE5ljJ8X-mblFnMsGi7kESqhPenumNbTAcnx8XCfabuBrDO6_DiWrQYWkEKigkMUEk2TCip_X9YCYpo9_Z-BNy1Sjbkb_z8R6KMX0JnhIVt8ZVwB8TWkN8d_VGMH1JDgniU1okX1FfslSIsPJyNxnQkGKvjVdsLi4JvoBmY9mAKHtetqP3I0M2bRlwMx_0ilWv-Xj1uHK9o64NVU3PQ3WLXy4NnEcVALUxOE2a5Yf9bS7Sncq4s_q8ZBXsyzsLphJeRtgkLc4f92EIHjHi-uaeJp8nIWggE0zmhmS1w9d3K2yYH0&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები