LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილამდე გზა კეთდება

287
shat1

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

მიუხედავად გეოლოგიური გამოწვევებისა, წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ გაჩერებულა.

პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და ორი ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს.

ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები