LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელისგან ოპოზიციამ მიიღო დაპირება, რომ ევროკავშირი აქტიურად იქნება ჩართული კრიზისის დაძლევაში: სალომე სამადაშვილი

161
salome 33

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ შარლ მიშელთან ოპოზიციას საფუძვლიანი საუბარი ჰქონდა.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი აუცილებლადაა მოსაძებნი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესები რაც შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს. ამიტომ ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილი აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან.

„იმაზე თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე მთავარ პრობლემებზე რაც ქვეყანაში კრიზისიდან გამომდინარე შეიქმნა. ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრების თემა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა, უნდა გათავისუფლდნენ იმისთვის, რომ დავიწყოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალის მოძებნა და მეორე ქვეყანას სჭირდება განახლებული დემოკრატიული პროცესი. ეს შეიძლება იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, შარლ მიშელისგან ოპოზიციამ მიიღო დაპირება, რომ ევროკავშირი აქტიურად იქნება ჩართული კრიზისის დაძლევაში  და განახორციელებს ხელისუფლებაზე ზეწოლას.

შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები