LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელის დოკუმენტს 1 წელი აბულინგებდა ერთი ნაწილი და “ოცნებამ” საერთოდ გადახია – მამუკა ხაზარაძე

59
მამუკა ხაზარაძე

შარლ მიშელის დოკუმენტს 1 წლის განმავლობაში აბულინგებენ ერთი ნაწილი და მეორე ნაწილმა – “ოცნება”, გადახია საერთოდ – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ხვალ უნდა გაჟღერდეს ევროპული საბჭოს დასკვნა. ვეკითხები იმ ოპოზიციონერებს, ვინ არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი? შარლ მიშელი ხომ არის? რომლის დოკუმენტსაც 1 წლის განმავლობაში აბულინგებენ ერთი ნაწილი და მეორე ნაწილმა, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს – “ოცნება”, გადახია საერთოდ. მაინტერესებს, როგორ შეგიძლიათ, რომ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მიხვიდეთ. მე ამ ლოგიკას ვერ ვხედავ.

მე დავადანაშაულე ყველა ვინც ვერ ხედავს სად არის ვექტორი, ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად. იმიტომ, რომ როცა გადაახევ ამ დოკუმენტს იმ ადამიანს, ვის გადაწყვეტილებას ელოდება ხვალ ჩვენი მოქალაქეები, მეორეს მხრივ არის კატეგორია ხალხის, ვინც შარლ მიშელის დაბულინგებით იყო დაკავებული, კითხვა მაქვს, რას ემსახურება ეს ყველაფერი. მაშინ მე არ მჯერა ამ ადამიანების არც გულწრფელი ევროპელობის, არც იმის რომ წინ უნდა წავიდეს ქვეყანა. საქმე ასე არ კეთდება, საქმეს სჭირდება სტაბილურობა და ნდობის მოპოვება”, – განაცხადა ხაზარაძემ “TV პირველის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები