გენრპოკურორი შალვა თადუმაძე, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ, კიდევ ერთხელ გახდა განხილვის თემა, განსაკუთრებით კი მისი დიპლომი, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში აქვს აღებული.

მან მოსმენაზე არ დაასახელა არც ლექტორები და არც კურსელები, ვისთან ერთადაც სწავლობდა.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა.

ხვიჩა ყალაბეგაშვილი წერს:

„მე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში, პროკურორი თუ მოსამართლე, თუ რაც არი რომ სწავლობდა, ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში”, რომელიც სკოლაში იყო გახსნილი, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ, ჩვენ შევდიოდით. გამოცდებზე რომ მივედი, რექტორი გადაირია, სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო. არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ, 300 დოლარს იხდიდი, დიპლომი მოგქონდა. ერთ წელიწადში წამოვედი. მეეჭვება, როდისმე სხვა ვითარება ყოფილიყო“.

მსგავსი თემები