LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი – ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ

156
unnamed-file-13

“ჩვენ არ შევედით პარლამენტში და აგვკრძალეს წაგვართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა. ახლა რომ ვუყურებთ ამას, პარტიაში მიდის მსჯელობა, რომ ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ, მე რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ,”- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სიის ანულირება კი მოხდა, მაგრამ მე დავწერე განცხადება, მაგრამ არ შემიწყვიტეს დეპუტატის მანდატი. რა თქმა უნდა, ხელფასს არ ვიღებ. ამით დავამშვიდე ჩემი გაბოროტებული ოპონენტები ხელფასს რომ მსაყვედურობდნენ სულ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, არის შანსი, რომ „ლეიბორისტული პარტია“ შევიდეს პარლამენტში, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა:

„არ ვიცი, მე ამის წარმოდგენაც კი მიჭირს, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში შესვლა იმიტომ კი არ გვინდა, რომ დავტკბეთ იქ პრივილეგიებით და სკამებზე ჯდომით, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ჩვენი ქვეყანა გვეხსნა, გაჭირვებისგან, სიღატაკისგან, უმუშევრობისგან. მაგრამ ხალხმა ყოველთვის გააკეთა არჩევანი ფულიანზე მდიდარზე, ძალაუფლებით აღჭურვილზე და ამ არჩევანის შედეგებს ვიმკით. ახლა ერთი კაცის შესვლა, შეიძლება ჩემი ოცნება იყოს?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები