LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

2615
Untitled design

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეზე: კლინიკის სხვა უამრავ მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე

„სასამართლოში სარჩელის შეტანას პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით ვგეგმავ. ჯერ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენ, მოვიცლი და ნადირაძეებს და მის მსგავსებს ყურადღებას მერე მივაქცევ სათითაოდ“, – განუცხადა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, გუშინ ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„125 პატიმარი ჰყავსო „ვივა მედს“ მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე, გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი, რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები