LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 სეზონური ხილი, რომელიც ზამთარში ორგანიზმს ვიტამინებით ამარაგებს და სტრესს ებრძვის

2466
fruits-news

ზამთრის სეზონზე, როცა სტრესთან ერთად უგუნებობასაც ვებრძვით, აუცილებელია ორგანიზმის ვიტამინებით „გამხნავება“, რაშიც ყველაზე უკეთ სეზონური ხილი დაგვეხმარება.

ხურმა – მხიარული შეფერილობის გარდა, ხურმა დიდი ოდენობით ვიტამინ РР-ს შეიცავს, რომელიც სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას უწყობს ხელს, ეფექტურად ებრძვის დეპრესიას და დაღლილობას. ამასთანავე, ბეტა-კეროტინით (А ვიტამინით) მდიდარი ხურმა სასარგებლო მცენარეულ შაქარს შეიცავს, რომელიც არტერიულ წნევას ფიგურისთვის ზიანის მიყენების გარეშე არეგულირებს.

კივი – იტალიასა და ევროპის სხვა სამხრეთულ ქვეყნებში სწორედ სამთარში იღებს სტარტს კივის სეზონი, რომელიც გაცივების მთავარ მტერს – С ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. ამასთანავე, ხილი მდიდარია К და Е ვიტამინებით, რომელთა მიღება განსაკუთრებით ეფექტურია ნატურალურ იოგუირტთან ერთად.

მანდარინი – ზეთს, რომელსაც ციტრუსის კანი შეიცავს, ერთგავრი ბუნებრივი არომათერაპიის ფუნქციას ასრულებს და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ფოლიუმის მჟავა კი, ჰორმონალურ ბალანსს არეგულირებს, А ვიტამინი – კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, В ჯგუფის ვიტამინები კი, კარგი განწყობას უზრუნველყოფს.

მსხალი – А, В1, В2, С და Е ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, იოდით, ცინკით, ფოსფორით და კალცით მდიდარი მსხვალი, რომელიც ყურადღების კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, საუკეთესო სამხარია ოფისში ზამთრის სეზონზე.

ბროწეული – С, Р, B6 და B12 ვიტამინების „კოქტეილით“, ბროწეული სისხლძარღვებს ამაგრებს და სისხლის ფორმულას აუმჯობესებს, რაც განსაკუთრებით ზამთარშია საჭირო გაცივების შემდეგ ძალის აღსადგენად. იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიირთვით დღეში ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი, მარცვლით კი, მწვანე სალათი გაამდიდრეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები