LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონის პრემიერა: ზაფხულის ხუთი მთვარი სერიალი

475
summer-tv-shows

სერიალების მოყვარულებს მართლაც არაჩვეულებრივი ზაფხული ელით. ასე რომ, აიღეთ შვებულება და გაატარეთ ცხელი სეზონი კარგად ნაცნობ და უცნობ პერსონაჟებთან ერთად.

„უცნაური ამბები“ (Stranger Things, მესამე სეზონი, Netflix, 4 ივლისი) – ამერიკული სამეცნიერო-პოპულარული სერიალის გაგრძელება უფრო მეტ ექშენს და მრავალფეროვნებას ჰპირდება მაყურებელს, ვიდრე წინა სეზონებზე. მეტიც, სერიალისთვის ჩვეული  სერიოზულობა ამჯერად სახალისო, ბევრად ოპტიმისტური სიუჟეტით შეიცვლება, რაც  აბსოლუტურად განსხვავებულ იერს შესძენს პროექტს.

„დიდი პატარა ტყუილები“ (Big Little Lies, მეორე სეზონი, HBO, 9 ივლისი) – სერიალის მეორე სეზონი არა მხოლოდ მაყურებლისთვის, თავად შემქმნელებისთვისაც სიურპრიზად იქცა. მართალია, პირველ სეზონი ავტორებმა დასრულებული ისტორიით დახურეს, მაგრამ ფილმის არნახულმა წარმატებამ თაყვანისმცემელთა ნებას დაყოლა და ისტორიის კიდევ ერთი სეზონით გაეგრძელება აიძულა.

„ბასკეტსი“ (Baskets, FX,  მეოთხე სეზონი, 13 ივლისი) – მართალია, ახალ სეზონზე უიღბლო მასხარას ისტორია ორიგინალური პერსონაჟებით შეივსო, მაგრამ ჩიპი, რომელიც მონდომებით ცდილობს წარმატების მიღწევას, ისევ ისტორიის ცენტრშია.

„ტკბილმწარე“ (Sweetbitter, მეორე სეზონი, Starz, 14 ივლისი) – პროვინციალ გოგონას, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ რესტორანში მოეწყო სამუშაოდ, ამჯერად არჩევანის გაკეთება ორ მამაკაცს შორის უწევს, რომლებიც მართალია, რადიკალურად განსხვავდებიან, მაგრამ ერთნაირად იტაცებენ ტესს.

„მემკვიდრეები“ (Succession, მეორე სეზონი, აგვისტო) – დრამატული სერიალი მემკვიდრეებზე, რომლებიც მამის ქონებას ეცილებიან ერთმანეთს, არა მხოლოდ მსახიობთა არაჩვეულებრივი დასის თამაშით, არამედ მდიდრული დეკორაციების წყალობითაც შეიყვარა მაყურებელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები