ეკონომიკის მინისტრი ევროკავშირის სესხზე უარის თქმის მიზეზებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ნათია თურნავამ საკითხზე კომენტარი „იმედის კვირაში“ გააკეთა და თქვა, რომ სესხი საჭიროა მაშინ, როდესაც ჩანაფიქრს საკუთარი შემოსავლით, ან დანაზოგით ვერ ახორციელებ.

„აქ უნდა მივუდგეთ მარტივად, როგორც ნებისმიერი ოჯახი მიუდგებოდა – როდის გვჭირდება ბანკი, სესხი, კრედიტი? მაშინ, როდესაც ჩვენი საკუთარი შემოსავალი, ან დანაზოგი არ გვყოფნის იმისთვის, რომ რაღაც ჩანაფიქრი განვახორციელოთ, რაიმე შევიძინოთ, რაიმე დავაფინანსოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ საბედნიეროდ, პანდემიის მიუხედავად, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების შედეგადაც კი, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ძალიან სწრაფად“, –

აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს მიღებაზე უარი თქვა. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მადლიერია ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ საქართველოს აღმოუჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს, მაგრამ დამატებითი 75 მლნ ევროს სესხის აღების საჭიროება აღარ დგას. Ad desktop banner Ad mobile banner

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები