LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

123
dolares-em-maos-femininas-dinheiro-na-sua-carteira-8119-1831

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ტრადიციული “თვის მიმოხილვა”, რომელიც 2021 წლის იანვრის მაკროეკონომიკურ მონაცემებს უყრის თავს.

2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 14,4%-დან 15,7%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მოხდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.

კერძოდ, დეკემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17%-ს, იურიდიულის – 11,6%-ს, უკვე იანვარში კი ფიზიკური პირებზე სესხები 18,7%-მდე გაიზარდა, იურიდიულებზე – 12,1%-მდე.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება და ისიც მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის გაცემულ სესხებზე.

დეკემბერში ფიზიკურ პირებზე სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,2%-ს, იანვარში კი 6,7%-ს. იურიდიული პირებისთვის სეხებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები