LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი: სენატორი ჯინ შაჰინი

62
6DB2422C-663A-4951-840E-4190EA082025-w1200-r1

ამერიკელი სენატორ ჯინ შაჰინი „იუესეი თუდეიში“ გამოქვეყნებულ საავტორო წერილში აცხადებს, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო.

ამერიკელი სენატორი ასევე ამახვილებს ყურადღებას შავ ზღვაში რუსეთის გაზრდილ აქტივობაზე და არ გამორიცხავს, რომ წელს შემოდგომაზე მოსკოვმა კიდევ ერთხელ გადადგას ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ.

ჯინ შაჰინი ასევე ამბობს, რომ პირველ რიგში, სერიოზულად უნდა განიხილონ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი, სულ მცირე, უზრუნველყონ მკაფიო გზა წევრობისკენ.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პირველი თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოდან დაიწყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი. მე ვნახე „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“ რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივ ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები, რასაც ხაზის აღმნიშვნელი ღობის დროდადრო გადაწევითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოლის გადაკვეთისას დაბრკოლებების შექმნით აკეთებენ, რითაც აფერხებენ მოქალაქეების წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“, – წერს ამერკელი სენატორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები