LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალი „ჩერნობილი“ -,,ბაფტას” ვირტუალური ნომინაციების ლიდერი

163
chrnblmovnews

ბრიტანული კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიამ BAFTA TV Awards-ის პრეტენდენტები დაასახელა, რომელთა შორის 14 ნომინაციით HBO-ს პროექტმა „ჩერნობილმა“ მოიპოვა ლიდერის პოზიცია და წლის რეკორდსმენი გახდა. ბრიტანულმა პროექტმა უკან ჩამოიტოვა  ,,ნეტფლიქსის” ისტორიული სერიალი „გვირგვინი“, რომელიც მხოლოდ 7 ნომინაციას დასჯერდა.

მართალია, ,,ბაფტას” ნომინანტთა ნუსხა მარტში უნდა დასახელებულიყო, დაჯილდოვების ცერემონიის ჩატარება კი, მაისში იგეგმებოდა, მაგრამ მსოფლიო პანდემიამ ბრიტანული აკადემიის მესვეურებსაც აიძულა გეგმების შეცვალა. სავარაუდოდ, BAFTA TV Awards-ის ცერემონია 31 ივლისს გაიმართება დახურულ სტუდიაში, ლაურეატები კი, ვირტუალურად მიიღებენ პრიზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები