LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად მზადაა

102
სერგეი ლავროვი

„თუ საქართველო, რუსეთთან როგორც მის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა“, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა – „РИА Новости“ ავრცელებს.

ლავროვის განცხადებით, თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ სურს რუსეთთან, როგორც მეზობლებთან ნორმალური ცხოვრება, რუსეთი ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზადაა.

„ჩვენ განზრახული გვქონდა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის მაშინ, როცა მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. თავდაპირველად ჩვენ მაინც ვაკვირდებოდით რა ხდებოდა და რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩასვლას არავის ვუკრძალავთ.

დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ რუსეთის საპარლამეტო დელეგაციის წინაღმდეგ, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის მორიგ სხდომაზე, უსიამოვნო ინცინდენტი, უხეში პროვოკაცია მოხდა“,– განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები