LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტორები, რომლებშიც ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკებია საქართველოში

128
shutterstock-1105326878

საქართველოს მთავრობამ „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში და სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია. აღნიშნულ სექტორში ფულის გათეთრების რისკი სტატუსით „საშუალო-მაღალი” შეფასდა. ტერორიზმს რაც ეხება, მთავრობა საფინანსო სექტორის მიერ ტერორიზმის დაფინანსების დიდ რისკს ვერ ხედავს და რისკი „დაბალი“ სტატუსით შეფასდა.

რაც შეეხება სხვა სექტორებს, ფულის გათეთრების რისკი „საშუალოდ“ შეფასდა: საბანკო სექტორში, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებში, ასევე უძრავი ქონების ბაზარზე;

ფულის გათეთრების რისკი საშუალო-დაბალია“: მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საბროკერო კომპანიებში, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, სალიზინგო მომსახურებაში, ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ვაჭრობაში, ასევე საადვოკატო მომსახურებაში;

სადაზღვევო სექტორში, საკრედიტო კავშირებში, სანოტარო მომსახურებაში, საბუღალტრო და აუდიტორიულ მომსახურებაში კი ფულის გათეთრების რისკი “დაბალი” სტატუსით შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები