LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრიდან Pegasus სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით იფრენს

185
1020332771-pegasus-airlines-bremen-antalya-neue-flugverbindung-2ROPrhE1a7

სექტემბრიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines სტამბოლიბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში AviaNews-ს განუცხადეს, Pegasus სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე ოპერირებას რამდენიმე კვირაში, სექტემბრის დასაწყისიდან შეუდგება.

აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების დანიშვნისთვის ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, Pegasus Airlines-ი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს.

ცნობისთვის, Pegasus ამ დროისთვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით დაფრინავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები