LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერის განმავლობაში, თბილისიდან სტამბოლის გავლით, მსოფლიოს 111 ქალაქში მოგზაურობას შეძლებთ

103
Europe-Tour-img

თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისების რაოდენობას ზრდის და სექტემბერში მთლიანობაში 7 რეისს განახორციელებს, საიდანაც ერთი 2 სექტემბერს უკვე შეასრულა. საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) ამბობენ, რომ დამატებითი  ჩარტერული რეისი 16 და 23 სექტემბრისთვის დაინიშნა, რაზეც ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.

„შეგახსენებთ, რომ ასევე დადასტურებულია რეისები 6, 13, 20 და 27 სექტემბერს. „პეგასუსის“ ავიახაზებით, შეგიძლიათ იმოგზაუროთ თბილისიდან, სტამბოლის გავლით, მსოფლიოს 111 დანიშნულების ქალაქში. ევროპის ქალაქების მიმართულებით, ავიაბილეთების ღირებულება, ამ დროისთვის 259 ევროს შეადგენს. სტამბოლის მიმართულებით კი, 129 ევროს“, – აცხადებენ GASA-ში.

ცნობისთვის, ყველა რეისი არის გამყვანი და Pegasus Airlines-ი მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოგჩენის მიმართულებით მოახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები