LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური იძულებისთვის ბრალდებულს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა

82
6D2B125E-190F-4645-BD39-4FFB1055A892

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გააზიარა და ბრალდებული ლ.ც. სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების მასალის გასაჯაროებაში დამნაშავედ ცნო.

პროცესზე გამოკვლელული მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებულმა 2017 წელს მოქალაქე ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა უკანონოდ მოიპოვა და შემდგომ დაზარალებულის მეგობრებს გაუგზავნა. ლ.ც. აღნიშნულ პირს მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებითა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნით ემუქრებოდა, სანაცვლოდ კი მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

სკოლის მოსწავლე პედაგოგს სექსუალური ძალადობაში ამხელს - გამოძიება მიმდინარეობს

მოსწავლის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილების მერე საკლასო ოთახში დარჩენა სთხოვა, რა დროსაც პედაგოგი მას ინტიმურ ადგილებზე შეეხო.

სამართალდამცველებმა დამნაშავე მიმდინარე წლის 7 მარტს თბილისში დააკავეს. ლ.ც.-ს გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა: 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სექსუალური ხასიათის იძულებას გულისხმობს და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, ანუ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელებას გულისხმობს.

ლ.ც. აღნიშნულ ბრალდებებში დამნაშავედ ცნეს და აღკვეთის ღონისძიების სახით 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები