LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა სენატს საქართველოზე რეზოლუცია გაუგზავნეს

84
სენატ

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

სენატი „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული კომპრომისი, რომელსაც ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ.

რეზოლუციის თანაავტორები არიან სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში. ამერიკელმა სენატორებმა კონგრესის ზედა პალატაში რეზოლუცია 22 აპრილს წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები