LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

393
BeFunky-collage (7)

ერთ წელიწადში, სენაკის N1 საჯარო სკოლაში, ზაზა ფაჩულიას სახელობის  საკალათბურთო მოედანი აშენდება. ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა თავად ზაზა ფაჩულიამ ჩადო.

კითხვაზე რატომ შეირჩა სენაკი, ზაზა ფაჩულია ასე პასუხობს:

”ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, აქ გავიზარდე ასე ვთქვათ, ჩემი დედულეთია, ჩემი გვარიც აქედან არის. მიხარია, რომ დღევანდელ დღეს დავაანონსეთ გალფის გახსნა და ქალაქის ცენტრში, მომავალ წელს უკვე ოფიციალურად გავხსნით ამ მოედანს, სადაც ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს შეეძლებათ კალათბურთის თამაში და დაკავებდიან ჯანსაღი ცხოვრებით, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობით”- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ

საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია გალფის ორგანიზებითა და ქალქს სენაკის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი, აბაშის და მარტვილის მაჟორიტარი ოთარ დამელია, სენაკის მაჟორიტარი ირაკლი ბერაია, პეტროკას ენერჯი ჯგუფის პრეზიდენტი ვანო ნაკაიძე და კომპანია გალფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები