LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში, ორმა პირმა სუპერმარკეტში ფული ვერ იპოვა და შოკოლადები მოიპარა

384
ყვითელი ლენტი

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სუპერმარკეტი „მაგნიტი“ დააყაჩაღეს. ჩვენი ინფორმაციით, ორმა პირმა სუპერმარკეტში თანხა ვერ იპოვა და მაღაზიიდან ორი შოკოლადი წაიღო.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები