LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო

676
policiaaa

სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. როგორ ადგილობრივებმა განაცხადეს ბავშვის გადარჩენა სავარაუდოდ მამამ სცადა, თუმცა მცდელობას მამის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

მამა-შვილის ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს. მდინარე ცივიდან არასრულწლოვანი გოგონა და მისი მამის ცხედარი მყვინთავებმა დილით ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები