LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში აღდგება: კახა კალაძე

158
Capture

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობა ივნისის დასაწყისში აღდგება. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძlოა 15 ივლისამდე იყოს აკრძალული. სიცრუეა.

“ეს არის ცრუ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა“, – აღნიშნა კალაძემ.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მისი აღდგენის შემდეგ მოქალაქეებს სხვადასხვა შეზღუდვების და წესების დაცვა მოუწევთ, მათ შორისაა დამცავი ნიღბის ტარება.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეგულაციების შემუშავება. ეს რეგულაციები გულისხმობს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის გამოყენებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ვინტილაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მგზავრების რა რაოდენობა იქნება დაშვებული თითოეული ფორმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პოპულალურები