LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს საპატრულო პოლიციაც გააკონტროლებს

213
Bus-in-Tbilisi

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება”, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვადასხვა შეზღუდვები იმოქმედებს, მათ შორის მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, რასაც საპატრულო პოლიციაც გააკონტოლებს.

მეტროსა და ავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – კახა კალაძე

“იქნება გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება”, – აცხადებს ხმალაძე.

ვიცე-მერმა მეტროში არსებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აქ მგზავრთა რაოდენობა ზედა ვესტიბიულში, ქვედა ვესტიბიულსა და ვაგონებშიც გაკონტროლდება.

რა შეზღუდვები იმოქმედებს ყვითელ მიკროავტობუსებში

“ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში უნდა გაკონტროლდეს. კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. გვაქვს ყოველდღიური დაკვირვების შედეგად მონაცემები, როგორ იზრდება ნაკადები პიკის საათებისა და სეზონების მიხედვით. შესაბამისად, ამას დაარეგულირებს სატრანსპორტო კომპანია, რომლის აღსრულებაშიც დაგვეხმარება მუნიციპალური ინსპექცია, დაცვის პოლიცია და თბილისის საპატრულო პოლიცია. ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში ერთ შეშვებაზე. ყველა მეტროს სადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონის მიხედვით. ადამიანების რაოდენობის კონტროლი და დაკვირვება ხდება როგორც ზედა ვესტიბიულში, ასევე ქვედა ვესტიბიულსა და უშუალოდ ვაგონებში. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შედეგად შესაძლებელია მოხდეს 2 წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა სახეობა, მათ შორის მეტროს მუშაობაც აღდგება.

რამდენი ხანი შეიძლება ვატაროთ პირბადე, რომელიც ტრანსპორტში გვეკეთა – ინფექციონისტის რეკომენდაციები