LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეიძლება, კონდიციონერის ჩართვის უფლება მისცენ – როდის და რა პირობებით

113
კონდიციონერი

ჩაირთვება თუ არა კონდიციონერი საზოგადოებრივ ტრანსპორტში – კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ გაცემულია. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ღია ფანჯრების პირობებში ზოგიერთი კონდინციონერის გამოყენების რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც “ალბათ უნდა გავრცელდეს”.

მისი თქმით, ივნისის ბოლოს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ახალი მიგნებები და სახელმძღვანელოები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კონდიციონერი, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და გარეთ გააქვს, ღია ფანჯრების პირობებში საფრთხეს არ წარმოადგენს.

მეტროსა და ავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება - კახა კალაძე

"მძღოლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩართონ კონდიციონერი".

როგორც გამყრელიძემ განმარტა, სწორედ ამ დასკვნაზე დაყრდნობით მიეცათ საგამოცდო ცენტრებს ეროვნული გამოცდებისთვის კონდიციონერების ჩართვის უფლება, თუმცა ასეთ დროს აბიტურიენტებს პირბადე უნდა ეკეთოთ.

ხათუნა ზახაშვილმა კი თქვა, რომ მათი ინფორმაციით საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწორედ ისეთი კონდიცირების სისტემებითაა აღჭურვილი, რომელიც ჰაერს შიგნით არ ატრიალებს. მისი თქმით, მნიშნელოვანია, რომ კონდიციონერების ფილტრები იყოს ახალი გამოცვლილი, ფანჯრები- ღია, ხოლო მგზავრებს პირბადეები ეკეთოთ.

პოპულალურები