LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზოგადოებამ უნდა ისწავლოს კორონავირუსთან ერთად ისე ცხოვრება” – ამირან გამყრელიძე

145
amirani

კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, როგორც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში წერია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კორონავირუსის დამარცხებას არ ნიშნავს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს ნელ-ნელა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე დაბრუნდება ქუჩებში, თუმცა საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას მთავრობისა და ჯანდაცვის რეკომენდაციები.

რა შემთხვევაშია ავტომანქანით გადაადგილება დასაშვები - მთავრობა გამონაკლისების სიას ავრცელებს

მთავრობა იმ საქმიანობის, თუ საჭიროებების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა შემთხვევაშიც მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლება მიეცათ.

ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს კორონავირუსის ინფექცია ჩვენ უკვე დავამარცხეთ საქართველოში და აწი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში უნდა დაბრუნდეს. არა, ბატონებო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება ისე, რომ ამან მოგვიტანოს მინიმალური ზიანი.

ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ინტერვალებით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ გააკეთა 6 ეტაპია სულ. ორ-ორკვირიანი ინტერვალებით. ერთ-ერთი ეტაპი აუცილებლად იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბრუნება. ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც შემსუბუქებებზე გადავიდა. სანამ იქამდე მივალთ კარგად უნდა მოვემზადოთ და ყველა რეკომენდაცია აუცილებლად ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება,”– ამბობს გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები